ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ „შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ „შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

12-13 მარტს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.
ამავე ცნობით, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროს 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა, განიხილეს აქტუალური საკითხები და გამოწვევები, რომლებიც მოიცავს გლობალურ და რეგიონულ ვაჭრობას, ლოგისტიკასა და ინვესტიციებს.
"გვიხარია, რომ წელს მეორედ ვმასპინძლობთ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების კონფერენციას საქართველოში. კონფერენციის მონაწილეებს დავათვალიერებინეთ და გავაცანით ფოთის პორტი, მისი შესაძლებლობები და როლი ჩვენს რეგიონში. დამსწრეები დაინტერესდნენ შუა დერეფნის შესაძლებლობებით, განვიხილეთ სატრანსპორტო კორიდორი და ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტები. ფოთი მთავარი კარიბჭეა ცენტრალურ აზიასა და კავკასიას შორის, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ", - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.