არქივი30 დეკემბერი, 2023, 11:12
დევიდ მოიესი "ვესთ ჰემთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი "ვესთ ჰემთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
19 ტურის შემდეგ, "ჩაქუჩები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, მოიესის ხელმძღვანელობით "ვესთ ჰემი" ევროპალიგის 1/8 ფინალშიც იასპარეზებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.