დანით შეიარაღებულმა პირმა პარიზის მთავარ რკინიგზის სადგურში 3 ადამიანი დაჭრა

დანით შეიარაღებულმა პირმა პარიზის მთავარ რკინიგზის სადგურში 3 ადამიანი დაჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლიცია ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, პარიზის Gare de Lyon-ის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი დაჭრა. დაშავებულთაგან ორს მსუბუქი ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო მესამე მძიმედ დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.
თავდამსხმელის მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – არ ვფიქრობ, რომ „ოპოზიციის ალიანსში“ განხეთქილებაა, ბევრი განსხვავებული აზრია და მიდის კამათი, რამე საოცრება ხდება? ყველას ძალიან მოსწონს ერთმანეთი – არსად გასვლას და გაბუტვას არ ვაპირებთ