დათა თავაძე: ეს ხალხი რუსებში ხომ არ გეშელებათ მართლა!

“ტროელი ქალების” ბრუნდება ნოემბერში. ამ სპექტაკლის ბოლო რეპლიკა [“ჩიტების ჩიკჭიკი ჩართეთ!”] იმთავითვე ყალბ მშვიდობაზე მიუთითებდა, მაგრამ ახლა მითუმეტეს მწარედ ჩამესმის.
რა არის ომი და რა ფასი აქვს, ან რა არის მშვიდობის წყურვილი, იმ ხალხმა უნდა გვითხრას, ვინც ეს ფასი გადაიხადა და არა ამავე ხალხის მძარცველებმა!
რამხელა ნაძირალა უნდა იყო ჯერ დევნილი ხალხი მიივიწყო, უსახლკაროდ, მშიერი დატოვო და მერე “ხელ-ფეხი შეუკრა” ომით დაშინებით და მშვიდობა მიულოცო!!! რომელი მშვიდობა?! რომელი კეთილდღეობა, ვის ატყუებენ ეს გამყიდველები?!
ყველა ამბის უკან “ტროელ ქალებში” თითო შეხვედრაა, ამ ქვეყნის პატარა და დიდი ისტორიაა, ომის საშინელება და სიცოცხლის სიყვარულია, გმირობა და თანადგომაა!
“გმირი მე ვარ!” – გვითხრა სოხუმიდან დევნილმა ქალმა, – “და დედაჩემი კიდევ! იმიტომ რომ გავუძელით, იმიტომ რომ გადავრჩით, არ გავტყდით და ბავშვებიც გადავარჩინეთ, აი, ამიტომ ვართ გმირები!”
ამ ქალებს და მათ შვილებს ართმევთ პერსპექტივას, უზურპატორებო?! ამათი შემგუებლობის იმედი გაქვთ? ეს ხალხი რუსებში ხომ არ გეშელებათ მართლა!
თქვენი დასასრული უკვე დაიწყო!
სულ ცოტა დრო დაგრჩათ!”  –  წერს რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს