გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა ათეულობით სკოლა და ბაღი, მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული ობიექტები

საქართველოს მთავრობა გურიის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, აშენდა 22 საბავშვო ბაღი, განხორციელდა ბაღების რეაბილიტაციის 11 პროექტი, იგეგმება 18 ბაღის მშენებლობა, 6 ბაღის რეაბილიტაცია; აშენდა 14 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაციის 14 პროექტი, იგეგმება 6 სკოლის მშენებლობა, 12 სკოლის რეაბილიტაცია.
ამასთან, განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (767 კმ), მიმდინარეობს – 75,4კმ-ზე; აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 158 ხიდი, ხიდ-ბოგირი, მიმდინარეობს 17 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია; განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 82 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს 6 პროექტი; გაზიფიცირდა 138 დასახლებული პუნქტი ( 33 647 აბონენტს მიეცა შესაძლებლობა ქსელზე დაერთების).
“მოეწყო და რეაბილიტირდა 92 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 3 სკვერის მოწყობა;
მოეწყო და რეაბილიტირდა 137 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ამჟამად
მიმდინარეობს 2 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობა-რეაბილიტაცია;
აშენდა და რეაბილიტირდა 21 კულტურული ობიექტი, ამჟამად მიმდინარეობს 1”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ