ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში – ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოს წევრად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში. ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ. ჩვენი დანახვა ნატოში ნამდვილად არ სურდათ. ეს სიმართლეა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არცერთ ამერიკელ ლიდერთან საუბრისას არ სმენია, რომ უკრაინა აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი.
მისი თქმით, ეს ზოგადად ამერიკული პოლიტიკის საკითხია.
„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევცვლით ამ პოლიტიკას“, – დასძინა ზელენსკიმ.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი არმია, გავაორმაგოთ ჯარისკაცების რაოდენობა. ჩვენ გვყავს 110 ბრიგადა, რუსეთს – 220, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ დღეს გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.