ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოგლიჩიძე გრანდების სამიზნეში - "მილანთან" ერთად ქართველის შეძენა "იუვენტუსსაც" სურს

გოგლიჩიძე გრანდების სამიზნეში - "მილანთან" ერთად ქართველის შეძენა "იუვენტუსსაც" სურს

La Gazzetta dello Sport წერს, რომ "იუვენტუსი" "ემპოლის" ქართველი მცველის საბა გოგლიჩიძის დამატებითაა დაინტერესებული.
მას პირადად ტურინელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი აკვირდება, რომელიც მიზნად დაცვის გაძლიერებას ისახავს.
ზემოთ აღნიშნული წყარო წერს იმასაც, რომ "ვეკია სინიორასთვის" პრიორიტეტული "ბარსელონადან" რონალდ არაუხოს, ან "ბენფიკადან" ანტონიო სილვას დამატება იქნება, მაგრამ ქართველიც "იუვენტუსის" სიაშია.
შეგახსენებთ, რომ საბას დამატებით "მილანიცაა" დაინტერესებული და OneFootball-ს ცნობით, "როსონერის" უნდა "იუვენტუსს" დაასწროს, გოგლიჩიძეს კონტრაქტი ახლავე გაუფორმოს და მდიდარი გამოცდილების მისღებად და კლასის ასამაღლებლად ზაფხულამდე იჯარით თავის ამჟამინდელ გუნდში დატოვოს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.