გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა. აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვეს. კოჯორში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები მედლით – „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სერჟანტთა აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ამზადებს სამეთაურო უნარ-ჩვევების მქონე სერჟანტებს, რომელთაც ეფექტიანი მართვის განხორციელება შეეძლებათ ჯგუფის უფროსის და ათეულის მეთაურის დონიდან, ბრიგადის სერჟანტის ჩათვლით. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტიდან ცენტრი სერჟანტთა აკადემიის სტატუსს ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო

ლონდონში მიმდინარე დავის გარშემო რაც ხდება, ეს არ არის უბრალოდ ფინანსური პროცედურა ან ბანკის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესების რგოლი, რაც გარკვეულ ძალებს სურთ გამოიყენონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი „დასაჯონ“, რადგან საქართველოს ინტერესები უცხოელი მოთამაშეების ახირებებზე წინ დააყენა

ვერავითარი ფინასური თუ პოლიტიკური სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაჩერებს საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამაულიშვილური პროექტების განხორციელბისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია