“გთხოვთ არ გამწიროთ აღარ შემიძლია, მეტი მართლა აღარ შემიძლია ხელის ჩაქნევის უფლებასაც ვერ ვაძლევ ჩემს თავს გთხოვთ მიშველეთ”

გთხოვთ არ გამწიროთ აღარ შემიძლია, მეტი მართლა აღარ შემიძლია ხელის ჩაქნევის უფლებასაც ვერ ვაძლევ ჩემს თავს გთხოვთ მიშველეთ, ოთახში ვიმალები რომ პატარა ძმებმა და ოჯახმა არ დაინახოს, რამდენად ცუდად ვარ ფსიქოლოგოურად თუ ფიზიკურად. 28 წლის ასაკში ვზივარ და ლოგინში ტირილით ვათენებ ღამეებს ცუდად ყოფნისგან. ძალიან ბევრი რამე გამოვიარეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახში ჩემი ძმის გაბრიელის ოპერაციები და მძიმე დიაგნოზები, რასაც ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ ჩემი მძიმე
დიაგნოზი დაემატა და თქვენი ხალხის დახმარების წყალობით წავედი საზღვარგარეთ სადაც დამინიშნეს ქიმიური-ტოქსიკური მედიკამენტით მკურნალობა და ამ დრომდე ამ მედიკამენტზე ვიყავი და მელოდებიან საზღვარგარეთ ექიმები, რადგან ამ
მედიკამენტსაც ვეღარ ვიღებ რამდენიმე დღეა იმდენად ცუდად მოქმედებს ბოლო პერიოდია ეს მედიკამენტი რომ უკვე სიცოცხლე და არსებობა მიჭირს. ადრე ჩემი მეგობრები თუ იყვნენ ჩემი კლასელები და კურსელები დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები ნიკა საინიშვილი და საზღვარგარეთ მყოფი ქირურგები და ექიმები არიან. ამ ეტაპზე მალა, რომელიც შეჭმულო აქვს ექინოკოკს იქ მდებარე კისტები ჟონავს სითხე და ჩადის ზურგის ტვინში და აწვება ზურგის ტვინის არხს და ნერვებს. საზღვარგარეთ დამიბარეს სასწრაფოდ რომ ჩავიდე და მოხდეს დრენაჟით სითხის გამოღება და შემდეგ ოპერაციის გაკეთება და ახალი
მედიკამენტების ჩამატება რომ სიცოცხლე და ნორმალური არსებობა შევძლო.
კიდევ ერთხელ გთხოვთ არ გამწიროთ, რადგან არ ვიცი რამდენი ხანი შევძლებ ამ ყველაფერს რომ გავუძლო.
ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა და თხოვნა დახმარების მაგრამ სხვა გზა არ მაქვს მაშინ უნდა ჩავიქნიო ხელი და დაველოდო სიკვდილს ან ეტლში ჩაჯდომას.
ამ ეტაპზე გვჭირდება 11 000 დოლარი დანარჩენი თქვენი წყალობით შევაგროვეთ.
გთხოვთ, გააზიარეთ და დამეხმარეთ გადავრჩე.
მიმღები: თამარ იარაჯული
ბანკი
მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე
PayPal: @Tiarajuli
@Tiarajuli