გახარია: პრეზიდენტს ლეგიტიმაციას შენობა არ აძლევს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დისკუსია იმაზე, დარჩება თუ არა ორბელიანების სასახლეში 29 დეკემბრის შემდეგ, პროტესტს აუფასურებს.
„პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი“, — წერს გახარია.
ის კიდევ ერთხელ ითხოვს უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევლის გათავისუფლებას და ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღის დროულად გამოცხადებას.
მანამდე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა ანა დოლიძის დააფიქსირა მზადყოფნა, პრეზიდენტის სასახლეში 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩნენ.
29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად საქართველოში. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგ ზურაბიშვილის და სხვა პირების ყოფნა რეზიდენციაში სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”