გამოხმაურებები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებთ, მეტყველებს იმაზე, რომ თანმიმდევრულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რათა საბოლოო წევრობა ძალიან მალე იყოს ხელშესახები – ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დადებითი შეფასებები საქართველოს ხელისუფლების გაწეული სამუშაოს შედეგია.
“ის, რომ დღეს კითხვები არ არსებობს საქართველოს მხრიდან კონკრეტულ და შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებთან მიმართებაში, ის, რომ საქართველო განუხრელად ახორციელებს ევროკავშირისა და ევროკომისიის რეფორმებსა და რეკომენდაციებს, არის იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაწია, რათა საქართველოს ჰქონოდა კონკრეტული შედეგები. ამ შედეგებზე დაყრდნობით, ის გამოხმაურებები, რომლებსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, მეტყველებს იმაზე, რომ თანმიმდევრულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რომ საბოლოო წევრობა ძალიან მალე იყოს ხელშესახები”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იწყება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება. ის უკვე მართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა