არქივი21 დეკემბერი, 2024, 17:22
გაატანინა, თავადაც გაიტანა - ზივზივაძე შეუჩერებელია [VIDEO]
![გაატანინა, თავადაც გაიტანა - ზივზივაძე შეუჩერებელია [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/86807ea6cc913dac93039d6fd91a8e05-iBaydK.png)
მეორე ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურში „კარლსრუე“ პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე „პადერბორნს“ 2:1 ამარცხებს.
სტუმრები ბუდუ ზივზივაძის პასით ვეტერანმა მარჯვენა მცველმა სებასტიან იუნგმა დააწინაურა. შემდეგ კი ზივზივაძემ მეკარე მარკუს შუბერტს ბურთი აართვა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, შესვენებაზე გასვლის წინ მასპინძლებმა პენალტით სხვაობა შეამცირეს.
ქართველის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.