ბაიდენი: მძევლებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისრაელი მზადაა, რამადანისას შეაჩეროს ომი ღაზაში
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელი მზად იქნება, შეაჩეროს ღაზაში წარმოებული ომი მუსლიმთა მარხვის თვის, რამადანის პერიოდში, თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებაზე.
აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები მუშაობენ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებისა და ბრძოლაში ექვსკვირიანი პაუზის სანაცვლოდ, ჰამასი მძევალთა ნაწილს გაათავისუფლებს. ჰამასი ისრაელის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.
რამადანი, რომელიც 10 მარტისთვის იწყება, არაოფიციალურად ითვლება ბოლო ვადად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.