ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქტივისტებმა ევროპარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გამართეს

აქტივისტებმა ევროპარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქტივისტების თქმით, ლაზარე მხოლოდ იმიტომ არის პატიმრობაში რომ ის განსხვავებულად გამოიყურება.
"მას ირაკლი ღარიბაშვილმა მიაყენა შეურაცხყოფა, უწოდა "სატანისტი", "ბინძური". ირაკლი კობახიძემ კი "ორიენტაცია არეული". ლაზარე არის სიმბოლო მარტის პროტესტის რუსული კანონის წინააღმდეგ. თუ გვსურს ევროპული ინტეგრაცია საჭიროა ევროპული ღირებულებების შემოტანა საქართველოში, რაც გულისხმობს იმას რომ არ უნდა გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები და არც არავის უნდა აპატიმრებდნენ იმის გამო რომ განსხვავებულად გამოიყურება! თავისუფლება ლაზარეს!"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.