არ დაასახელეს დასანქცირებულების გვარები. რატომ? – პეტრე მამრაძე

პეტრე მამრაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ამ თემაზე „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისარუბა. კერძოდ, მან -ის მიერ სანქციების დაწესების საკითხი განიხილა.
„ამერიკაში ეგონათ, რომ ახლა დაუქნევენ თითს საქართველოს, უსაყვედურებენ, მიუთითებენ, რა უნდა გაკეთდეს და გაკეთდება. და ეს რომ არ გაკეთდა, ამან გამოიწვია რეაქცია, რომ სახეს კარგავს ქვეყანა. არ დაასახელეს დასანქცირებულების გვარები. რატომ? თვითონ არ უნდათ, იკავებენ თავს, იმიტომ რომ ის ადამიანები გამოვლენ, მოითხოვენ დასაბუთებას.
საერთოდ, ვიცით რომ უსამართლობის ნიაღვარი მოდის ეს წლები. როცა სააკაშვილის დროს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები წერდნენ, რომ საქართველოს საერთოდ აღარ ჰყავს სასამართლო, რომ ის არის პროკურატურის ფილიალი, როცა სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი სააკაშვილის რეჟიმს, რომ სასამართლო შეკრულია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პარლამენტთან და სამივე ერთად ფარავს დანაშაულებს – მაშინ არავინ დასანქცირდა. როგორც კი საქართველოს სასამართლოს რეიტინგი მსოფლიოში იყო დასახელებული უფრო და უფრო მაღალ პოზიციებზე, მაშინ მოხდა დასანქცირება“, – აღნიშნავს მამრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში