ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – გიორგი ამილახვარი

2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.
“2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში, მრავალი წელია, არ განხორციელებულა. 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს,” – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – პუტინი აცხადებს, რომ მას ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს – რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა? -რას იტყვით იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება?