ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მე-2 მოსმენით მიიღეს

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მე-2 მოსმენით მიიღეს

„ქართული ოცნების“ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად მიიღეს.
ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). 7000-მდე პრობაციონერს კი ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება.
ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
კანონპროექტის მე-3, საბოლოო კენჭისყრაზე დამტკიცებას პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.