ალექსანდრ სირსკი – ფრონტზე სიტუაცია გაუარესდა – მტერი აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს

უკრაინის მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების ფონზე ფრონტის ხაზზე ვითარება გაუარესდა.
მისი ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონეცკში გარკვეული პოზიციებიდან გაიყვანეს.
მისი განმარტებით, ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ჩასივ იართან, რომლის აღებასაც ავდიივკას დაპყრობის შემდეგ ცდილობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფრონტზე არსებული ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა:
„სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებით, შექმნა რა ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს “, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, დაძაბულობა არ ცხრება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გოგი გვახარია: გაყიდული კინოთეატრები, ძველი კინოსტუდიის შენობა, გაძარცვული “ქართული ფილმი”… საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ არ ისურვა გამოძიება, რადგანაც ამ საზიზღარ საქმეში “ავტორიტეტი ხალხი” იყო გარეული

ირაკლი კუპრაძე – ოპოზიციას შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, თუმცა „ლელოს“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება, ივანიშვილი უძლეველი არ არის – თუ ამკრძალავენ, სხვა პოლიტიკოსს დავუჭერ მხარს, დავრჩები რიგით აქტივისტად