აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე განმეორებით წარადგინეს

აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე განმეორებით წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკა მორჩილაძის კანდიდატურა წარდგენილია 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

„პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურისა და შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, განმეორებით, წარდგენილია მწერალ აკა მორჩილაძის კანდიდატურა. წარმატება მას და სრულიად საქართველოს!“, – ნათქვამია ლიტერატურის ინსტიტუტის განცხადებაში.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე აკაკი მორჩილაძე გასულ წელსაც იყო წარდგენილი. 2024 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი სამხრეთკორეელი მწერალი ჰან კანი გახდა.

ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები ოქტომბერში გამოვლინდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ