ათენში ქართველმა ემიგრანტმა 14 ქართველ ქალს უჩივლა და დააჭერინა – ამჟამად ყველა გათავისუფლებულია

ქართველი ნონა ფანცხავას საჩივრის საფუძველზე ათენში 14 ქართველი ქალი დააკავეს. სპეცოპერაცია იმ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც ემიგრანტები მუშაობდნენ. მომჩივანი სამართალდამცველებთან ამტკიცებდა, რომ ქალები კლინიკაში არალეგალურად იყვნენ დასაქმებულები.
თუმცა, მედიის ცნობით, სასამართლომ საჩივრის შინაარსი ვერ გაიგო, დაკავებული ქალები კი პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ 14 დან 13 ქართველს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, ერთს კი მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ვიდეო – https://www.facebook.com/reel/993439918432563

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული