დღის მთავარი თემა · ვიდეო
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავი: ხსოვნის ღონისძიებები და პოლიტიკური აქციები თბილისში
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და განაცხადეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და შერიგებით არის შესაძლებელი. პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალისკენ გაიმართა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მსვლელობა ლოზუნგით „რუსეთი მტერია!“, სადაც მონაწილეებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს და ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს.