სროლა და მსხვერპლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხური მხარის განცხადებით, 13 თებერვალს, დილის 05:30 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს – დაიღუპა ორი სომეხი ჯარისკაცი, არიან დაჭრილებიც.
სომხური მხარის ცნობითვე, ამ დროისთვის სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აღარ ისვრიან.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ეს პირველი ინციდენტია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.
საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმაც, რომლის თანახმად, მათი საპასუხო სროლა სომხური მხრიდან ჩატარებულ ოპერაცია “შურისძიებას” მოჰყვა.
“სომხური მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება აზერბაიჯან-სომხეთის პირობით სახელმწიფო საზღვარზე მდგომარეობის გამწვავებისკენ, ამიერიდან უფრო სერიოზული საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება”, – ვკითხულობთ აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, სომხური მხარე ხშირად საუბრობს იმაზე, რომ აზერბაიჯანის ინტერესში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება არ შედის და ის ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო