„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრა დღეს, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.
„ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის – კონკრეტულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია გადავლახოთ სირთულეები და პრობლემები, რომლებიც დაგროვდა ნახევარი წლის განმავლობაში, როდესაც ველოდით გადაწყვეტილებებს ამერიკის მხარდაჭერის შესახებ.
მისი თქმით, მ პოლიტიკურად უკვე იმუშავა ამ მხარდაჭერის მიღებისთვის.
„ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკეტების საჭირო იარაღით შევსებაზე, ასევე ლოგისტიკის საკითხებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები უკრაინის, სამხედროების, ქალაქებისა და თემების დასახმარებლად.

ასევე დაგაინტერესებთ