გერმანიის საგარეო უწყება – საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების გამო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
უწყების განცხადებით, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.

ასევე დაგაინტერესებთ