აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე – შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გამოცდილება. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიერ გაცხადებულ მიზნებთან, რაზედაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა.

ასევე დაგაინტერესებთ