სპეცოპერაცია ბინების მძარცველი „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ ესპანეთში – დაკავებულია 30 პირზე მეტი

ესპანეთის პოლიციამ, -ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და ინტერპოლთან ერთად, ჩაატარა ოპერაცია, რომლის სამიზნეც იყო „ქართული ორგანიზაცია, სახლების ძარცვისა და ფულის გათეთრების სპეციალიზაციით“. სამართალდამცველთა ცნობით, დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა ბარსელონაში, აღნიშნავს „ელ პერიოდიკო“.
ოპერაციის ფარგლებში, პოლიციელებმა 30-ზე მეტი ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში – მათ შორის გადამზიდ კომპანიაში, რომელსაც, სამართალდამცავთა ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.
ოპერაციაში, რომელსაც „სხოდკა“ უწოდეს, 350 პოლიციელს მიუღია მონაწილეობა. დაკავებულია 30-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო