ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გამოყოფილი 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 490 ათასი დოლარი) ისეთ სფეროებში არსებულ პროექტებს მოხმარდება, როგორებიცაა – კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საკომუნიკაციო არხების უსაფრთხოება.
შვედეთის მთავრობა ცალკე სახსრებს გამოყოფს უკრაინისთვის (50 მილიონი შვედური კრონა) და მოლდოვისთვის (5 მილიონი შვედური კრონა). უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა ისეთ პროექტებს მოხმარდება, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ დაფინანსების ნაკლებობას განიცდის, მაგალითად, თავდაცვითი აღჭურვილობის, საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის მხრივ. მოლდოვისთვის გამოყოფილი სახსრები უნდა მოხმარდეს აღჭურვილობის შეძენას, წვრთნას და რეფორმების მხარდაჭერას.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო