თეირანი აცხადებს, რომ 3 იანვრის ტერაქტის მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

ირანში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, რომლისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ,“ 91 ადამიანი დაიღუპა, – იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია 6 იანვარს.
ცნობით, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა მას მერე, რაც ორი ადამიანი გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად.
ირანის ქალაქ ქერმანში ორი აფეთქება მოხდა ერთმანეთის მიყოლებით 3 იანვარს, სასაფლაოსთან, სადაც შეკრებილი იყო დიდი რაოდენობით ხალხი ყასემ სოლეიმანის მოკვლიდან ოთხი წლისთავის აღსანიშნავად. სულეიმანი, ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსის გენერალი, 2020 წლის 3 იანვარს -ის დრონით იქნა მოკლული ერაყში.
„დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 91-ს მას მერე, რაც ორი ადამიანი, ერთ-ერთი ბავშვია, საავადმყოფოში გარდაიცვალა მიღებული ტრავმების გამო“ – მოჰყავს სააგენტო IRNA-ს ჯანმრთელობის დაცვის უწყების წარმომადგენლის ნათქვამი.
ირანმა მომხდარში დაადანაშაულა აშშ და . ორივე სახელმწიფო უარყოფს ტერაქტთან კავშირს.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ,“ რომელსაც ტერაქტის გარშემო სხვა ცნობა არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო