“ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის… არა რუსეთს!” – ქვილითაია “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით

საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის. არა რუსეთს”, – წერს ქვილითაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.