ანა ნაცვლიშვილი: ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა კრიზისის გამო და დამარცხების შიშმა აიძულა, რომ დაბრუნებულიყო

“ლელოს” წევრი ამბობს, რომ ივანიშვილი სამალავიდან კრიზისის გამო გამოვიდა და დამარცხების შიშმა აიძულა, რომ დაბრუნებულიყო.

ნაცვლიშვილის თქმით, ივანიშვილის დაბრუნება კარგია, რადგან მეტი სიცხადე იქნება საზოგადოებაში ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მართავს სინამდვილეში პროცესებს.

“ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა კრიზისის გამო და დამარცხების შიშმა აიძულა ის, რომ დაბრუნებულიყო. ეს კარგია, მეტი სიცხადე იქნება საზოგადოებაში ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მართავს სინამდვილეში პროცესებს. ივანიშვილის დაბრუნება საჯაროდ, თორემ ყოველთვის იყო ის პოლიტიკაში და ყოველთვის მართავდა პროცესებს, არის მთავარი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ქართველი ხალხის ევროპისკენ სვლის, მოსკოვის ინტერესს აქ არ დაემუქრება საფრთხე, რადგან აკონტროლებს სიტუაციას”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო