ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისხვადასხვასტატია

ნიუ-იორკის 64-ე კინოფესტივალმა მსოფლიო კინოს წამყვანი ავტორები, რეჟისორები და მსახიობები ერთ სივრცეში გააერთიანა

ნიუ-იორკის 64-ე კინოფესტივალი ჯეიმს გრეის ფილმით „ქაღალდის ვეფხვი“ გაიხსნა. წლევანდელი კინომარათონის პროგრამაში 46 ქვეყნის 119 ფილმია წარდგენილი, მათ შორის ტონი გილროის, მარტინ სკორსეზესა და პედრო ალმოდოვარის ნამუშევრები.

ნიუ-იორკის 64-ე კინოფესტივალმა მსოფლიო კინოს წამყვანი ავტორები, რეჟისორები და მსახიობები ერთ სივრცეში გააერთიანა
ნიუ-იორკის 64-ე კინოფესტივალმა მსოფლიო კინოს წამყვანი ავტორები, რეჟისორები და მსახიობები ერთ სივრცეში გააერთიანარუსთავი 2

80-იანი წლების ნიუ-იორკი, სახიფათო გარიგება და ოჯახი, რომელიც კრიმინალური სამყაროს მახეში ებმება - ასე იწყება ჯეიმს გრეის "ქაღალდის ვეფხვი," რომელმაც ნიუ-იორკის 64-ე კინოფესტივალი გახსნა.

ადამ დრაივერი, მაილს ტელერი და სკარლეტ იოჰანსონი - ვარსკვლავური ტრიო, რომელიც მაყურებელს იმ სამყაროში აბრუნებს, სადაც ამერიკული ოცნების მიღმა კორუფცია, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და საშიში კავშირები იმალება. ფილმის პრემიერა რამდენი თვის წინ კანის კინოფესტივალზე შედგა.

რეჟისორის თქმით, ფილმის დასრულების შემდეგ, ამბავი მაყურებლის წარმოსახვაში სრულდება და სწორედ ეს სძენს მას განსაკუთრებულობას.

ფესტივალმა ტრადიცია ამჯერად დაარღვია, წლევანდელი პროგრამა ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებს, საავტორო კინოს წამყვან რეჟისორებს, დოკუმენტურ ფილმებს, ექსპერიმენტულ ნამუშევრებსა და კინოკლასიკის აღდგენილ ვერსიებს აერთიანებს... ფილმები, რომლებიც, პირად გამოცდილებასთან ერთად, დღევანდელი მსოფლიოს პრობლემებსაც ეხმიანება.

ფესტივალის ცენტრალური ფილმია ტონი გილროის "ბეჰემოთი," სადაც მთავარ როლს პედრო პასკალი ასრულებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კინოს წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგია. ნიუ-იორკის კინოფესტივალზე მარტინ სკორსეზემ ყურადღება კინოს ისტორიას და მის შენარჩუნებას დაუთმო. რეჟისორი თელმა შუნმეიკერთან ერთად მაიკლ პაუელისა და ემერიკ პრესბურგერის კლასიკური ფილმის, Gone to Earth-ის აღდგენილი ვერსია წარადგინა. ფესტივალზე გამართულ დისკუსიაში სკორსეზემ პაუელის განსაკუთრებულ ვიზუალურ ენაზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ ქმნის ფერი კინოში მნიშვნელობას - არა მხოლოდ ბუნების პეიზაჟებში, არამედ ყოველდღიური ცხოვრების უმცირეს დეტალებშიც.

ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული სტუმარი ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარი იყო. მან ნიუ-იორკში თავისი ახალი ფილმი "მწარე შობა" წარადგინა. ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის და ის, თუ როგორ შეიძლება პირადი გამოცდილება ხელოვნების ნაწილად იქცეს - სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ესპანური კინოს ლეგენდა.

ფესტივალზე 46 ქვეყნის 119 ფილმია წარდგენილი. კინომარათონი 12 ოქტომბერს დასრულდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?