აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მკაცრად აკრიტიკებს დონალდ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებას რუსული დიზელის შესახებ
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მკაცრად აკრიტიკებს დონალდ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებას რუსული დიზელის შესახებ.
პენსის თქმით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე პუტინის თავდასხმების ფონზე ეს ნაბიჯი სრულიად გაუმართლებელია: "იმ მკაცრი სანქციების ამოქმედების ნაცვლად, რომელთა მისაღებადაც ლინდსი გრემი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ხსნის სანქციებს რუსულ ენერგორესურსებზე."
პენსმა აღნიშნა, რომ წინა თვეში უკრაინაში ვიზიტისას საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ შეაჩერა უკრაინულმა არმიამ მტერი და ბრძოლა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. მისი თქმით, ამერიკამ პუტინის ომის მანქანას "სამაშველო რგოლი არ უნდა გადაუგდოს," რადგან კრემლის ამბიციები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება: "პუტინს მშვიდობა არ სურს. პუტინს უკრაინა უნდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, მხოლოდ დროის საკითხი იქნება, სანამ რუსეთის არმია იმ საზღვარს გადაკვეთს, სადაც მასთან გამკლავება უკვე ჩვენს ჯარებს მოუწევთ."
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.