პაატა სალია: 2025 წელს დაახლოებთ 130 პირი გათავისუფლდა ვადაზე ადრე, წელს 8 თვის მონაცემებით 800ზე მეტია, ჩვენ გავააქტიურეთ ამ საბჭოების მუშაობა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოების მუშაობა გააქტიურდა და წელს ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პირთა რიცხვი გაიზარდა. მან უპასუხა იურისტ ავთო ლაბაძის კრიტიკას და აღნიშნა, რომ კომისიები გაიდლაინების მიხედვით მუშაობენ, ხოლო სასჯელების ზრდის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს არ დაეთანხმა.

2025 წელს დაახლოებთ 130 პირი გათავისუფლდა ვადაზე ადრე,წელს 8 თვის მონაცემებით 800ზე მეტია, ჩვენ გავააქტიურეთ ამ საბჭოების მუშაობა, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ იურისტ ავთო ლაბაძის განცხადებაზე პასუხად, რომელმაც აღნიშნა, რომ ე,წ უდოს კომისიის მუშაობა არ არის გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. იურისტს აინტერესებდა უნდა ჰქონდეთ თუ არა პატიმრებს იმედი, რომ ეს მიდგომა შეიცვლება. კითხვის პასუხად მინისტრმა აღნიშნა, რომ კომისიები გაწერილი გაიდლაინების მიხედვით მუშაობენ.
"გაწერილია გაიდლაინი როგორ მუშაობენ კომისიები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი, კანონით გათვალისწინებულია ვადები როდის შეიძლება პატიმარმა მიმართოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას.იუსტიციის სამინისტროში არც ერთი პატიმრისგან არ შემოსულა წერილი, რომ პროცესი არის გაუმჭვირვალე, თქვენ თუ გაქვთ რამე კონკრეტული მოგვაწოდეთ და გავიხილავათ", - განაცხადა მინისტრმა ლაბაძის კითხვის პასუხად.
გარდა ამისა, იურისტმა სასჯელების გაზრდის საკითხზე ისაუბრა და მინისტრის დამატებითი კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ ნარკოდანაშაულისთვის გაზრდილ სასჯელს გულისხმობდა.
"ვერ დაგეთანხმებით, რომ სასჯელები იზრდება და თითქოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკერტული დანაშაულისთვის სასჯელი იზრდება, მოდით ნუ გავაკეთებთ უტრირებას და ფაქტებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია მაყურებელი შეცდობაში შევიდეს, არ გაზრდილა სასჯელები. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებაა, რომ არ უნდა გაიზარდოს სასჯელი? არ უნდა გვქონდეს მკაცრი პოლიტიკა? ამ შემთხვევაში მოხმარებას არ ვგულისხმობ.ანუ ის ადამიანი, ვინც ავრცელებს სიკვდილს, ზედმეტია მისთვის ის სასჯელი, რომელიც არის გათვალისწინებული?", - განაცხადა პაატა სალიამ.
ციტატები სტატიიდან
„გაწერილია გაიდლაინი როგორ მუშაობენ კომისიები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი, კანონით გათვალისწინებულია ვადები როდის შეიძლება პატიმარმა მიმართოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას.იუსტიციის სამინისტროში არც ერთი პატიმრისგან არ შემოსულა წერილი, რომ პროცესი არის გაუმჭვირვალე, თქვენ თუ გაქვთ რამე კონკრეტული მოგვაწოდეთ და გავიხილავათ“
„ვერ დაგეთანხმებით, რომ სასჯელები იზრდება და თითქოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკერტული დანაშაულისთვის სასჯელი იზრდება, მოდით ნუ გავაკეთებთ უტრირებას და ფაქტებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია მაყურებელი შეცდობაში შევიდეს, არ გაზრდილა სასჯელები. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებაა, რომ არ უნდა გაიზარდოს სასჯელი? არ უნდა გვქონდეს მკაცრი პოლიტიკა? ამ შემთხვევაში მოხმარებას არ ვგულისხმობ.ანუ ის ადამიანი, ვინც ავრცელებს სიკვდილს, ზედმეტია მისთვის ის სასჯელი, რომელიც არის გათვალისწინებული?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.