ლევან სუთიძე: ყეინიშვილის ამბავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე. ქალიშვილი
ლოლაძე ამ ისტორიაში მხოლოდ თანამდებობის პირის შვილი არ არის. რეესტრის დოკუმენტებით, დედის ეროვნულ ბანკში გადასვლის შემდეგ "ვიპ ფეი", შუამავალი მესაკუთრის გავლით, სწორედ მის საკუთრებაში აღმოჩნდა. გადაცემას ეროვნული ბანკიც დაეთანხმა.
ლევან სუთიძე ტაბულას მთავარი რედაქტორი:
ყეინიშვილის ამბავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე. ქალიშვილი.
რადიო თავისუფლების გამოძიების მიხედვით, ის ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც მისი დედა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, ბიზნესმენებს კომპანიის წილის სანაცვლოდ მფარველობასა და კონკურენტების ჩამოშორებას სთავაზობდა. გამოცემა მიუთითებს, რომ ჩანაწერში სავარაუდოდ ლოლაძის ხმაც ისმის.
ლოლაძე ამ ისტორიაში მხოლოდ თანამდებობის პირის შვილი არ არის. რეესტრის დოკუმენტებით, დედის ეროვნულ ბანკში გადასვლის შემდეგ "ვიპ ფეი", შუამავალი მესაკუთრის გავლით, სწორედ მის საკუთრებაში აღმოჩნდა. გადაცემას ეროვნული ბანკიც დაეთანხმა.
წითელი ჯვარი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა და იქნებ კეთილი ინებოთ და განცხადება გაავრცელოთ? Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?
პირველი რეაქცია შენი იყოს