ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არჩილ გორდულაძე: გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რომლის მთავარი საფუძველი მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი საფუძველი მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკაა. მიმდინარეობს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები.

არჩილ გორდულაძე: გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რომლის მთავარი საფუძველი მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკაა
არჩილ გორდულაძე: გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რომლის მთავარი საფუძველი მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკააიმედინიუსი

სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობდეს ყველა არსებული პროგრამა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ გაიზარდოს ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი და შესაბამისად ბიუჯეტიც.

„გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რომლის მთავარი საფუძველი მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკაა. სახელმწიფოს ბიუჯეტის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობდეს ყველა არსებული პროგრამა. ვაგრძელებთ ისევ და ისევ თავისუფალ ეკონომიკურ გარემოში სხვადასხვა მულტივექტოროული პოლიტიკის წარმოებით, ეკონომიკური აქტივობით და რაც მთავარია მშვიდობის უზრუნველყოფით გაიზარდოს ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი და შესაბამისად ბიუჯეტიც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანზე აისახოს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვერსიის საკომიტეტო განხილვები გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.