2030 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სრულ მოსახლეზე $15 000-ის ნიშნულს მიაღწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ქვეყანა გახდება მაღალშემოსავლიანი - შოთა ბერეკაშვილი
პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სრულ მოსახლეზე 15 000 დოლარს მიაღწევს და ქვეყანა მსოფლიო ბანკის რეიტინგში მაღალშემოსავლიანი გახდება.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დღეს, ჯანდაცვის და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით, ეკონომიკური ზრდა 5%-ით, ინფლაცია 3%-ით, ბიუჯეტის დეფიციტი კი 2.5%-ით არის განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონით იზრდება. დაგეგმილია პენსიების მატებაც.
როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აღნიშნავს, 2030 წელს, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ქვეყანა მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოების კატეგორიაში გადაინაცვლებს.
"2027 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 126 მილიარდი ლარის ნიშნულს მიაღწევს და ერთ სრულ მოსახლეზე ეს ნიშნავს დაახლოებით $12 000-ს, ასევე ჩვენ განვიხილეთ მომავალი 4 წლის პროგნოზი და ჩვენი მოლოდინია, რომ 2030 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სრულ მოსახლეზე $15 000-ის ნიშნულს მიაღწევს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ქვეყანა გახდება მაღალშემოსავლიანი.
2027 წლის ბიუჯეტი არის 37,6 მილიარდი ლარი. ჯანდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე დაახლოებით 10,9 მილიარდი ლარი არის, რაც დაახლოებით მთელი ბიუჯეტის მესამედია", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„2027 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 126 მილიარდი ლარის ნიშნულს მიაღწევს და ერთ სრულ მოსახლეზე ეს ნიშნავს დაახლოებით $12 000-ს, ასევე ჩვენ განვიხილეთ მომავალი 4 წლის პროგნოზი და ჩვენი მოლოდინია, რომ 2030 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სრულ მოსახლეზე $15 000-ის ნიშნულს მიაღწევს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ქვეყანა გახდება მაღალშემოსავლიანი. 2027 წლის ბიუჯეტი არის 37,6 მილიარდი ლარი. ჯანდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე დაახლოებით 10,9 მილიარდი ლარი არის, რაც დაახლოებით მთელი ბიუჯეტის მესამედია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.