თორნიკე ჭეიშვილი 2027 წლის ბიუჯეტზე: ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო გარემოს დაცვითი პროგრამების კუთხით შესაბამისი მატება - ფაქტობრივად, ყველა ძირითად მიმართულებაზე არის შესაბამისი რესურსების ზრდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის სოციალურად ორიენტირებულია და გარემოსდაცვითი პროგრამების რესურსებიც იზრდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.
„ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული აქცენტი კეთდება იმ მიმართულებებზე, რომლებიც უკავშირდება ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ასევე განათლებასა და შესაბამისი რეფორმები განხორციელებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო გარემოს დაცვითი პროგრამების კუთხით შესაბამისი მატება. ფაქტობრივად, ყველა ძირითად მიმართულებაზე არის შესაბამისი რესურსების ზრდა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3 კომიტეტის - ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. პირველად ვერსიაში ნაერთი ბიუჯეტი, ჯამში, 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია და 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. იზრდება ყველა უწყების დაფინანსება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ასევე იზრდება პენსია. დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ერთიანი აგროპროექტის მევენახეობა-მეღვინეობის დაფინანსება და სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს დასამტკიცებლად, ნოემბრის ბოლოს წარუდგენს ფინანსთა სამინისტრო.
ციტატები სტატიიდან
„ეს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული აქცენტი კეთდება იმ მიმართულებებზე, რომლებიც უკავშირდება ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ასევე განათლებასა და შესაბამისი რეფორმები განხორციელებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო გარემოს დაცვითი პროგრამების კუთხით შესაბამისი მატება. ფაქტობრივად, ყველა ძირითად მიმართულებაზე არის შესაბამისი რესურსების ზრდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.