პატიმარ დავითაძის ადვოკატის თქმით, პოლიციელ შალვა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აქტიურია და მიმდინარეობს გამოძიება
პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მოქმედი პოლიციელის, შალვა ფერაძის წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა და გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, ექსპერტიზის თანახმად, სროლა არარეგისტრირებული იარაღიდანაც განხორციელდა.

პროკურატურას მოქმედი პოლიციელის, შალვა ფერაძის წინააღმდეგ საქმე არ შეუწყვიტავს და მიმდინაეობს გამოძიება - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას რეაქციაში პატიმარ გიროგი დავითავის ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა განაცხადა.
შალვა ფერაძე გიორგი დავითაძის საქმეში ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსით სარგებლობდა. გამოძიების ვერსიით, დავითაძემ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, დავითაძის ოჯახი თვეებია ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს ფერაძე, რომელიც იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თავადაც ისროდა არარეგისტრირებული იარაღიდან.
იგივეს ამტკიცებს ადვოკატიც. სალომე ჯანუშვილის თქმით, ექსპერტიზის დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილას ამოღებული მასრებიდან ორი გასროლილია არარეგისტრირებული იარაღიდან, რომელიც შალვა ფერაძეს ჰქონდა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შსს-მ პროკურატურას შალვა ფერაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა, დავითაძის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას დღეს არ მიუმართავს.
ფაქტეები არის ასეთი - დღეს არ მიუმართავს. როდესაც გიორგი დავითაძის საქმე გამოძებაში მიმდინარეობდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა იყო ზედამხედცველი. როდესაც დასრულდა გამოძიება და საქმე უნდა წარმართულიყო სასამართლოში ვაკე-საბურთალოს პროკურორმა გამოყო სისხლის სამართლის საქმე შალვა ფერაძის მიმართ და როგორც პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული შემდგომ გამოსაძიებლად გადააგზავნა ქალაქის პროკურატურაში. ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2024 წლის დეკემბერში. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ მოქალაქეები, ასევე იმყოფებოდა პოლიცის თანამშრომელი შალვა ფერაძე. ვაკე-საბურთალოს პროკურატურამს შეისწავლა შემთხვევის ადგილი, შემთხვევის ადგილას ამოღებული მასრები, ექსპერტიზა რომელიც მოვიდა ამ საქმეზე, რომლითაც დადგენილია, რომ ამ მასრებიდან ორი არ არის გასროლილი გიორგი დავითაძის იარაღიდან და საერთოდ რაიმე რეგისტრირებული იარაღიდან და მიიჩნია, რომ ეს გასროლილია შალვა ფერაძის მიერ.
ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ ეს შესაძლოა ფერაძის გაკეთებული ყოფილიყო და შემდგომი გამოძიების მიზნით გადასცა ქალაქის პროკურატურას. დღეს საქმე აქტიურია, თუმცა რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული და დღეს რა ეტაპზეა, ეს ჩვენ არ ვიცი, რადგან მხარე არ ვართ. საქმე შეწყვეტილი არ არის და მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობს ადვოკატი.
ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ფერაძეს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც ის უმისამართოდ ისროდა.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.