სიკვდილმისჯილი ქალი, რომელსაც ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, გონზეა და საუბრობს - Abcnews
აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქალი, კრისტა პაიკი, რომელსაც პენტობარბიტალის ორი სასიკვდილო დოზა გაუკეთეს, გადარჩა, გონზეა და საუბრობს. მისი ადვოკატების განცხადებით, გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი იქნება, პაიკი კი საავადმყოფოში ხელბორკილებითაა მიჯაჭვული.

აშშ-ში, სიკვდილმისჯილი ქალი კრისტა პაიკი, რომელსაც ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, თუმცა ცოცხალი გადარჩა, გონზეა და საუბრობს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს - წერს abcnews-ი.
მას წინა კვირას პენტობარბიტალის ორი სასიკვდილო დოზა გაუკეთეს, თუმცა ქალი გადარჩა, რის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. გარკვეული დროით განმავლობაში, პაიკი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
"მისი გამოჯანმრთელება უპრეცედენტო შემთხვევაა მედიცინის ისტორიაში. პროგნოზი გაურკვეველი რჩება, მაგრამ, ველოდებით, რომ გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი იქნება", - ნათქვამია მისი ადვოკატების განცხადებაში.
მის ადვოკატების თქმით, ქალს ხელების "სერიოზული დაზიანებები" აქვს მიღებული და ის ამ დრომდე საავადმყოფოს საწოლზე ხელბორკილებით არის მიჯაჭვული.
"ჩვენ უზომოდ მადლიერები ვართ სასწრაფო დახმარების მაშველებისა და საავადმყოფოს პერსონალის, რომლებმაც კრისტას ადამიანურად მოეპყრნენ და განსაკუთრებული მზრუნველობა გაუწიეს, ასევე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათასობით ადამიანს, რომლებმაც კრისტას მიმართ მხარდაჭერის შეტყობინებები გამოგვიგზავნეს", - განაცხადეს ადვოკატებმა.
ცნობისთვის, 50 წლის პაიკს 1996 წელს სიკვდილით დასჯა კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიესაჯა.
ციტატები სტატიიდან
„მისი გამოჯანმრთელება უპრეცედენტო შემთხვევაა მედიცინის ისტორიაში. პროგნოზი გაურკვეველი რჩება, მაგრამ, ველოდებით, რომ გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი იქნება“
„ჩვენ უზომოდ მადლიერები ვართ სასწრაფო დახმარების მაშველებისა და საავადმყოფოს პერსონალის, რომლებმაც კრისტას ადამიანურად მოეპყრნენ და განსაკუთრებული მზრუნველობა გაუწიეს, ასევე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათასობით ადამიანს, რომლებმაც კრისტას მიმართ მხარდაჭერის შეტყობინებები გამოგვიგზავნეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.