ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ამერიკული მედია: კრისტა პაიკი, რომელიც გასულ კვირას სიკვდილით დასჯას გადაურჩა, გონს მოვიდა და ლაპარაკობს

ამერიკული მედიის ცნობით, კრისტა პაიკი, რომელმაც გასულ კვირას სასიკვდილო ინექციის პრეპარატის დოზებს გაუძლა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, გონს მოვიდა და ლაპარაკობს. ადვოკატები გუბერნატორს სასჯელის შემმსუბუქებას სთხოვენ.

ამერიკული მედია: კრისტა პაიკი, რომელიც გასულ კვირას სიკვდილით დასჯას გადაურჩა, გონს მოვიდა და ლაპარაკობს
ამერიკული მედია: კრისტა პაიკი, რომელიც გასულ კვირას სიკვდილით დასჯას გადაურჩა, გონს მოვიდა და ლაპარაკობსიმედინიუსი

კრისტა პაიკი, რომელიც გასულ კვირას სიკვდილით დასჯას გადაურჩა, გონს მოვიდა და ლაპარაკობს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია მის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატების თქმით, პაიკი ნეშვილის საავადმყოფოში რჩება, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა უტარდება. ჯანმრთელობის პროგნოზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექიმები ხანგრძლივ რეაბილიტაციას ვარაუდობენ.

50 წლის პაიკი პირველი ადამიანია, რომელმაც სასიკვდილო ინექციის პრეპარატის დოზებს გაუძლო. მას შემდეგ, რაც მოწმეებისთვის აშკარა გახდა, რომ „პენტობარბიტალის“ ორი დოზის შეყვანის მიუხედავად პატიმარი კვლავ სუნთქავდა, ის ოთხშაბათს საღამოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო დღეებში ის უგონოდ, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა, სანამ მედიკოსები მის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებისგან წმენდნენ.

პაიკმა სიკვდილმისჯილთა საკანში 30 წელი გაატარა მას შემდეგ, რაც 1995 წელს თანაკლასელის, კოლინ სლემერის წამებასა და მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს შტატის „რესპუბლიკელ“ გუბერნატორს, ბილ ლის, გადახედოს გადაწყვეტილებას და მას სასჯელი უვადო პატიმრობით შეუმსუბუქოს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.