ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ციხის წარმომადგენლები პატიმრებს ეუბნებოდნენ, რომ გაიმეორებდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს გიორგი დავითაძეს - ბექა შენგელიას ადვოკატი

ადვოკატი ომარ ფურცელაძე აცხადებს, რომ პატიმარ ბექა შენგელიაზე და სხვა პატიმრებზე სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლები ძალადობდნენ და გიორგი დავითაძის საქმის მსგავსი მუქარებით პროვოკაციას უწყობდნენ.

ციხის წარმომადგენლები პატიმრებს ეუბნებოდნენ, რომ გაიმეორებდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს გიორგი დავითაძეს - ბექა შენგელიას ადვოკატი
ციხის წარმომადგენლები პატიმრებს ეუბნებოდნენ, რომ გაიმეორებდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს გიორგი დავითაძეს - ბექა შენგელიას ადვოკატიTV პირველი

ადვოკატი ომარ ფურცელაძე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ ბექა შენგელიას შეხვდა და პირადად მოისმინა, როგორ იძალადეს პატიმრებზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, გადაცემა “რეაქციაში“ იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიაწოდა.

ფურცელაძის თქმით, პატიმრების პროტესტი, რომელიც ფიზიკური შეხლა-შემოხლით დასრულდა, სწორედ გიორგი დავითაძის კადრების გასაჯაროებას მოყვა.

ადვოკატი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული წარმომადგენლები ცდილობდნენ, პროვოკაციაზე წამოეგოთ პატიმრები და დერეფნებიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის, ემუქრებოდნენ იმით “რაც გიორგი დავითაძეს დამართეს“.

ნებისმიერი პატიმრის განცხადებაზე რეაგირება უნდა იყოს სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, მათი პრესტიჟის საქმე და სწორედ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ჩაატაროს იმგვარი ჯეროვანი და ეფექტურიგამოძება, რომ არ დატოვოს არცერთი კითხვა საზოგადოებაში.

გიორგი დავითაძის კადრების გასაჯაროვებით ეს კითხვები და ეჭვები გაღრმავდა და მეტ-ნაკლებად დადასტურდა, არათუ უარყოფილი იქნა. სწორედ ამ კადრების გასაჯაროვებას მოჰყვა ის, რო მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავიდა ეთერში და ნახეს პატიმრებმა, ბუნებრივია, მათ გამოხატეს პროტესტი სხვადასხვა ფორმით. როგორც ბექა ჰყვება, ამას მოჰყვა შემდეგი, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, საღამოს 10 სააათიდან 1 საათამდე, პატიმრებს დერეფნიდან ესმოდათ მათი მისამართით, ასევე გიორგი დავითაძის მისამართით, შეურაცხმყოფელი განცხადებები,მათ შორის მუქარის. ეს ზეწოლა კონკრეტული ადამიანების მხრიდან გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში, რასაც მოჰყვა მორიგი ინციდენტი, რომელიც ასევე გაავრცელა სასჯელაღსრულებამ. თავდასხმის მომენტს, რომელიც კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც ბექა ამბობს, ერთის მხრივ ეს კადრები არის ამოჭრილი და კონეტქსტიდან ამოვარდნილი და აუდიოს მხრივ არ აღწერს, არ აჩვენებს, რა ვერბალური კომუნიკაცია მიდის პატიმრებს და ამ ადამიანებს შორის. ეს ყველაფერი იყო იმ სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაკადზე პასუხი, რასაც ადმინისტრაციის კონკრეტული წარმომადგენლები ახორციელებდნენ პატიმრის მიმართ. მათ შორის, მუქარის შინაარსი, რომელსაც ბექა შენგელია აღწერს, იყო, რომ ისინი გაიმეორებდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს გიორგი დავითაძეს, ე ფაქტობრივად დადასტურებაა იმის, რასაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უარყოფს, - ამბობს ფურცელაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.