ციხე არის მოქმედი ვულკანი, თუ ამოიფრქვა, დაიწვებით - ვეფხია კასრაძის მიმართვა "ოცნებას"
აქციებზე დაკავებული ვეფხია კასრაძე სოლიდარობას უცხადებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ითხოვს პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიებას და აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ციხე „მოქმედი ვულკანია“. პატიმარმა გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ მასზე №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ბადრაგმა იძალადა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება უარყო.

აქციებზე დაკავებული ვეფხია კასრაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიებას ითხოვს.
ამის შესახებ მან "პირველებთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა. აქტივისტის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მომხდარზე პასუხები გასცეს.
კასრაძემ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ ციხე „მოქმედი ვულკანია“, რომლის იგნორირებასაც მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
დავითაძეებს მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, გიორგი დავითაძეს მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო და თანადგომა და მხნეობა მინდა ვუსურვო მასაც, მის ოჯახსაც. ვენაცვალე ვაჟკაცს, რომ ამხილა ეს მართლაც ჯალათები და რეჟიმი. სისტემური ცვლილებებია საჭირო ქვეყანაში, არაფერი არ შეცვლილა ქვეყანაში და ერთი, ბიძინა ივანიშვილს მინდა ვკითხო, ამას ჰპირდებოდი ქართველ ხალხს, რომ იგივეს გააკეთებდი? 2012-ში რისთვის მოგიყვანეთ თქვენ? რომ ეს ცვლლებები იყო საჭირო ქვეყანაში და უარესს აკეთებთ, ეს ამდენი ქაჯი სად მოაგროვეთ, გინდა პარლამენტში და გინდა საერთოდ... იმის მაგივრად, რომ დაგმოთ ეს უმსგავსობა და ეს არადაამიანური ქცევები, გამოდიხართ და ამართლებთ, შენი ქაჯები ამართლებენ, პარლამენტარები რომ ჰგონიათ თავები და სპორტსკოლად რომ აქციეს პარლამენტი. სოლიდარობა ყველა პატიმარს და ერთი რამე მინდა კიდევ ვუთხრა ბიძინასაც და საქაჯეთს, რომ ციხე არის ვულკანი, ჭკვიანად იყავით ცოტა, მოქმედი ვულკანია ციხე და თუ ამოიფქრვა, მერე დაიწვებით შიგ და ფრთხილად იყავით, გონს მოეგეთ, გამოიძიეთ ეს ყველაფერი, სანამ მგლების ხორუმი დაწყებულა... და გამოფხიზლდით, ხალხი და ხმა ამოიღეთ, გაგაუპატიურებენ თითოეულ თქვენგანს და სანამ მაგას იზამენ, ამოიღეთ ხმა", - ამბობს ვეფხია კასრაძე.
36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.