"სამარცხვინო!" - ამ შეძახილით ნეთანიაჰუს, "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლა, ერთ-ერთი მოკლულის მამამ შეაწყვეტინა
ისრაელში 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ცერემონიაზე ერთ-ერთმა მოკლულის მამამ, იაკოვ გოდომ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლა შეაწყვეტინა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვერშემძლეობაში დაადანაშაულა.

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მოკლული ისრაელელის მამამ ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა.
იაკოვ გოდომ ბენიამინ ნეთანიაჰუს კონკრეტული ბრალდებები წაუყენა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ვერ უზრუნველყო მისი შვილისა და 7 ოქტომბერს მოკლული 1 200 ადამიანის დაცვა.
"სირცხვილი!" "სამარცხვინო!" - ამ სიტყვებით მან ნეთანიაჰუს გამოსვლა შეაწყვეტინა.
ისრაელში 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელმწიფო ღონისძიებები დილის 06:29 საათზე სიმბოლურად, თავდასხმის დაწყების დროს დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციასა და სამხედრო ბაზებზე.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას 1 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი პირი კი ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლად აიყვანა. ისრაელმა ღაზის სექტორში საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო მედიის მონაცემებით, 74 000-მდე პალესტინელია დაღუპული.
ლუკა ჩლაიძე
ციტატები სტატიიდან
„სირცხვილი!“
„სამარცხვინო!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.