ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ტრამპის განცხადებით, ირანს "ძალიან ძლიერად დაარტყამს", თუ დადგინდება, რომ ის Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტთან კავშირშია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანს ძლიერად დაარტყამს, თუ დამტკიცდება მისი კავშირი Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტთან. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ინციდენტთან დაკავშირებით ტერორიზმის მოტივით გამოძიება დაიწყეს.

ტრამპის განცხადებით, ირანს "ძალიან ძლიერად დაარტყამს", თუ დადგინდება, რომ ის Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტთან კავშირშია
ტრამპის განცხადებით, ირანს "ძალიან ძლიერად დაარტყამს", თუ დადგინდება, რომ ის Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტთან კავშირშიარუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს "ძალიან ძლიერად დაარტყამს", თუ დადგინდება, რომ ის ისრაელის მიმართულებით მიმავალი Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტრამპის გაფრთხილება მას შემდეგ გაისმა, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოძიება დაიწყეს იმის დასადგენად, იყო თუ არა ინციდენტი დაკავშირებული ტერორიზმთან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს "ისლამისტური რადიკალური იდეოლოგიური სწავლება" ჰქონდა გავლილი.

"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ვისმენ, ვიტყოდი, რომ პასუხი არის - დიახ, თუმცა ამ საკითხზე ამჟამად ვმუშაობთ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ირანი ჩართული დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ რეისზე მომხდარ ინციდენტში.

კითხვაზე, თუ აშშ ირანის ჩართულობას დაამტკიცებს, მიმართავს თუ არა საპასუხო ზომებს, ტრამპმა უპასუხა: "ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას მიიღებენ - ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ".

მედიის ინფორმაციით, ტრამპის მუქარა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების ზოგადი ზრდის ფონზე გაკეთდა. Evronews-ი Axios-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა ბოლო პერიოდში საუდის არაბეთსა და ყატარში Patriot-ის დამატებითი სარაკეტო სისტემები განათავსა, რათა შესაძლო ირანული საპასუხო დარტყმისგან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების დაცვაში შეძლოს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ვისმენ, ვიტყოდი, რომ პასუხი არის - დიახ, თუმცა ამ საკითხზე ამჟამად ვმუშაობთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას მიიღებენ - ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ისლამისტური რადიკალური იდეოლოგიური სწავლება“
ბენიამინ ნეთანიაჰუ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.