ირაკლი კობახიძე: კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კულტურის სფეროში ბევრი პრობლემა და გამოწვევაა, მათ შორის ახალი ღირებული პროდუქტის შექმნის მიმართულებით. მისი თქმით, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხარისხის გასაუმჯობესებლად და დარგის წარმომადგენლების ხელშესაწყობად.

კულტურის სფეროში პრობლემა ბევრია, ინსტრუმენტები შეიძლება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს, ობიექტურად, ბევრად მეტი გამოწვევაა კულტურის სფეროში, ბევრი რამ შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო ბოლო წლების განმავლობაშიც, რაღაც შეიძლება კარგად გაკეთდა, რაღაც შეიძლება კარგად ვერ გაკეთდა, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, უამრავი გამოწვევაა დარჩენილი.
„არის უამრავი მიმართულება კულტურის სფეროში, სადაც პრაქტიკულად არ იქმნება ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც იქნება, ზოგადად, ღირებული ექსპერტული გადმოსახედიდან და რომელიც იქნება ასევე მისაღები ფართო ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ თუ გავიხსნებეთ 60-იან, 70-იან წლებს, მაგალითად რომ ავიღოთ კინო, იყო უამრავი კინო, რომელიც იყო მოსაწონი ფართო საზოგადოებისთვის, უყურებდა ქართული საზოგადოება და ექსპერტული გადმოსახედიდანაც იმსახურებდა მაღალ შეფასებას. დღევანდელ კინემატოგრაფიას რომ შევხედოთ, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა. ამიტომ, აქ პრინციპული პრობლემებია. ეს მარტო საქართველოს პრობლემაც არ არის. რომ გადავხედოთ, რა ხდება გლობალურად და რომ გავიხსენოთ ძველი კინემატოგრაფია და ახალი, ძველი სამწუხაროდ ხარისხობრივად უმჯობესია თანამედროვეზე. ამას იწვევს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ბევრი სხვა ფაქტორი, თუმცა ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს და ა.შ. პრობლემა ბევრია და სამუშაო არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პრიორიტეტი კულტურა უნდა იყოს, ისევე, როგორც სპორტი და ნებისმიერი სხვა მიმართულება, კულტურაც უნდა იყოს ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„არის უამრავი მიმართულება კულტურის სფეროში, სადაც პრაქტიკულად არ იქმნება ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც იქნება, ზოგადად, ღირებული ექსპერტული გადმოსახედიდან და რომელიც იქნება ასევე მისაღები ფართო ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ თუ გავიხსნებეთ 60-იან, 70-იან წლებს, მაგალითად რომ ავიღოთ კინო, იყო უამრავი კინო, რომელიც იყო მოსაწონი ფართო საზოგადოებისთვის, უყურებდა ქართული საზოგადოება და ექსპერტული გადმოსახედიდანაც იმსახურებდა მაღალ შეფასებას. დღევანდელ კინემატოგრაფიას რომ შევხედოთ, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა. ამიტომ, აქ პრინციპული პრობლემებია. ეს მარტო საქართველოს პრობლემაც არ არის. რომ გადავხედოთ, რა ხდება გლობალურად და რომ გავიხსენოთ ძველი კინემატოგრაფია და ახალი, ძველი სამწუხაროდ ხარისხობრივად უმჯობესია თანამედროვეზე. ამას იწვევს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ბევრი სხვა ფაქტორი, თუმცა ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი ხარისხი, ხელი შევუწყოთ დარგის წარმომადგენლებს და ა.შ. პრობლემა ბევრია და სამუშაო არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პრიორიტეტი კულტურა უნდა იყოს, ისევე, როგორც სპორტი და ნებისმიერი სხვა მიმართულება, კულტურაც უნდა იყოს ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.