ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„დროა“ ცრუს უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართული აქცია მათ მიერ იყო ორგანიზებული და განმარტავს, რომ „აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა”

ქართული ოცნება

პარტია „დროამ“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართული აქცია მათი ორგანიზებული იყო. პარტიის განცხადებით, აქცია პატიმრის ოჯახმა დაგეგმა და დააანონსა, ხოლო „დროამ“ მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დროა“ ცრუს უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართული აქცია მათ მიერ იყო ორგანიზებული და განმარტავს, რომ „აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა”
„დროა“ ცრუს უწოდებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართული აქცია მათ მიერ იყო ორგანიზებული და განმარტავს, რომ „აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა”ინტერპრესნიუსი

პარტია „დროას“ განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართული აქცია, „დროას“ მიერ იყო ორგანიზებული, რაც პარტიის განმარტებით, სიცრუეა.

როგორც „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა.

„მთელი დღეა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია პარტია „დროას“ ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც გიორგი დავითაძის ოჯახის, ისე საზოგადოების წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლით, პასუხი გავცეთ მათ ტყუილებს - აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა. პარტია „დროამ“ კი, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მათ. როგორც დღეს, ისე ყოველთვის ვიდგებით დავითაძეების ოჯახისა და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკის მსხვერპლია.

გიორგი დავითაძის წინააღმდეგ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული. იგი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. არასდროს შევეგუებით არცერთი ადამიანის, არცერთი პატიმრის უფლებებისა და ღირსების შელახვას.

არა პატიმრების წამებას!“,- ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთელი დღეა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია პარტია „დროას“ ორგანიზებით ჩატარდა. როგორც გიორგი დავითაძის ოჯახის, ისე საზოგადოების წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლით, პასუხი გავცეთ მათ ტყუილებს - აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა. პარტია „დროამ“ კი, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მათ. როგორც დღეს, ისე ყოველთვის ვიდგებით დავითაძეების ოჯახისა და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკის მსხვერპლია. გიორგი დავითაძის წინააღმდეგ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული. იგი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. არასდროს შევეგუებით არცერთი ადამიანის, არცერთი პატიმრის უფლებებისა და ღირსების შელახვას. არა პატიმრების წამებას!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.