ირაკლი კობახიძე – ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჭიათურა კომპლექსური საკითხია და მიმდინარე წელს ამ თემებზე ათზე მეტი შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, მაღაროელების ხელფასებისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ყოველდღიურად მუშაობენ, თუმცა გამოწვევები რჩება და ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.

ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, მათ შორის პირველ რიგში, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით იყო ხელფასების გაცემის პრობლემა, სხვადასხვა პრობლემები. ამით ვართ ყოველდღიურად დაკავებული და პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.