ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა

მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა და თვის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიჟარაძე თეატრიდან გაათავისუფლეს.

სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელაინტერპრესნიუსი

მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა.

მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებაც გადაიდო.

„თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი "ივენთიც" გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა“, - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს.

„ჩემი პატიმრობის მეხუთე წლისთავზე, ჩემი სოფო გამოუშვეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან. ის არ ჩაითვალა საკმარისად პროფესიონალად, რომ იყოს ამ თეატრის მსახიობი და მომღერალი.

მანამდეც, ამ თეატრის ახალი შენობა რიყეზე, დაანგრიეს. ესაა ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ თუ რა ხდება ამ ქვეყანაში და ყველამ თავისი დასკვნა გააკეთეთ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი "ივენთიც" გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა“
სოფო ნიჟარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.