ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სოფო ნიჟარაძეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა

მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა მას ხელშეკრულება არ გაუგრძელა, ხოლო თვის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა.

სოფო ნიჟარაძეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
სოფო ნიჟარაძეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელაTV პირველი

მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებაც გადაიდო.

„თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი "ივენთიც" გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა“, - წერს სოფო ნიჟარაძე.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.