ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ“ - ოპოზიციონერმა აქტივისტმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვა

კოალიცია ცვლილებისთვის

ერთი წლის პატიმრობის შემდეგ ოპოზიციონერმა აქტივისტმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვა. მან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და განაცხადა, რომ აქტიურობას კვლავ აგრძელებს.

„რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ“ - ოპოზიციონერმა აქტივისტმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვა
„რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ“ - ოპოზიციონერმა აქტივისტმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვარადიო თავისუფლება

დილის 10 საათისთვის გამოსულ გელა ხასაიას დახვდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები, რომლებიც დილის 7 საათიდან ელოდნენ მის გამოსვლას. მან ციხეში ზუსტად ერთი წელიწადი გაატარა.

გელა ხასაია, - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალიდან დევნილი აქტივისტი, რომელიც მოგვიანებით გაწევრიანდა კოალიციაში „ცვლილებისთვის“, - 2025 წლის 29 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.

„რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ“

„დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, არაფრის კორექტირებას არ ვაპირებ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ შემაბრუნონ. არ მინდა ციხის რომანტიზება, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია, რასაც ვაკეთებ, ამის გამო არ ვაპირებ, რომ ქვეყნიდან წავიდა, სახლში დავიმალო ან სხვა საქმე მოვძებნო“, - თქვა მან.

„უფრო დასვენებული რახან ვარ, ვფიქრობ, უფრო ეფექტური ვიქნები“, - უთხრა მან რეპორტიორებს.

იქვე მადლობა გადაუხადა პრო-ევროპული აქციებისას დაკავებულებს, - „სინდისის პატიმრებს, ყველას, ვინც გარეთ არის თუ შიგნით, დიდი მადლობა“.

ხასაიამ საპროცესოს გაფორმების მიზეზებზე ისაუბრა

„სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი, თუმცა ახლა ემოციებთან გამკლავება რთულია. მექნება შესაძლებლობა, როდესაც ვრცლად ვისაუბრებ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

თუმცა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც რეპორტიორებს ციხესთანვე ესაუბრა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო.

„სიმართლე გითხრათ, დიდად არავისი აზრი არ მაინტერესებდა. მხოლოდ ჩემს თავთან დავსვი შეკითხვა“, - თქვა მან. საპროცესო შეთანხმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა.

მისი თქმით, საბოლოოდ, რამაც გადაწონა საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებისკენ, იყო ის, რომ - მისი შეფასებით - იმის აღიარება, რასაც ედავებოდნენ, პროტესტს ვერ დააზიანებდა.

„პიროვნულად თუ იტყვიან, რომ მოძალადე ვარ, არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე. თუმცა მე ვერ გამომიყენებენ თავისი პროპაგანდისთვის. ვერ იტყვიან, რომ ჩემი ქმედება აქციის ფორმატი იყო, „პოლიციელი ცემა“ და ეს აღიარაო“, - თქვა მან.

ხასაიას კიდევ ერთ მოქალაქესთან ერთად ედავებოდნენ „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ, ნაკლებად მძიმედ დაზიანებას“ სადგურის მოედანზე მომხდარი ინციდენტისას, რასაც ხასაია უარყოფდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ შემაბრუნონ. არ მინდა ციხის რომანტიზება, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია, რასაც ვაკეთებ, ამის გამო არ ვაპირებ, რომ ქვეყნიდან წავიდა, სახლში დავიმალო ან სხვა საქმე მოვძებნო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„უფრო დასვენებული რახან ვარ, ვფიქრობ, უფრო ეფექტური ვიქნები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სინდისის პატიმრებს, ყველას, ვინც გარეთ არის თუ შიგნით, დიდი მადლობა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი, თუმცა ახლა ემოციებთან გამკლავება რთულია. მექნება შესაძლებლობა, როდესაც ვრცლად ვისაუბრებ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სიმართლე გითხრათ, დიდად არავისი აზრი არ მაინტერესებდა. მხოლოდ ჩემს თავთან დავსვი შეკითხვა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„პიროვნულად თუ იტყვიან, რომ მოძალადე ვარ, არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე. თუმცა მე ვერ გამომიყენებენ თავისი პროპაგანდისთვის. ვერ იტყვიან, რომ ჩემი ქმედება აქციის ფორმატი იყო, „პოლიციელი ცემა“ და ეს აღიარაო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.